LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ დანელია: სოფლად ცხოვრების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტი შეიქმნება

93

მნიშვნელოვანია სოფლად ცხოვრების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტი შეიქმნას, რისთვისაც აუცილებელია ყველა შესაბისი უწყების ჩართულობით შემუშავდეს ერთიანი ხედვა, შემდგომ სტრატეგია და განხორციელების სწრაფი ვადები, ამის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო რომ სოფლის განვითარება მრავალ მიმართულებას გულისხმობს, სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული ბევრი პროექტი სხვადასხვა უწყების მიერ ხორციელდება.

„ამ პროექტების ერთიანი ხედვით, ერთიანი სტრატეგიით განხორციელება დასახულ მიზნამდე უფრო სრაფად და ეფექტიანად მიგვიყვანს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღეს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით გაიმართა.

კონფერენციაზე სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს. დოკუმენტი სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება. მათ შორის, საქართველოში სოფლის მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვისგან, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე განათლების, ჯანდაცვისა და დემოგრაფიულ მიმართულებებს მოიცავს. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული მიდგომები, აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს სოფლის განვითარების ხედვისა და მიზნების განსახორციელებლად. აგრეთვე, კონცეფციაში საუბარია ყველა იმ უწყების ჩართულობის მნიშვნელობაზე, რომლებსაც სოფლის განვითარების პროცესის მხარდაჭერა შეუძლიათ.

აღნიშნული დოკუმენტის განხილვისა და შემდგომი მსჯელობის შედეგად, შემუშავდება რეკომენდაციები სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის. მიღებული დოკუმენტი საფუძვლად დაედება სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც უახლოეს მომავალში შემუშავდება.
კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციების ხელმძღვანელი კაიდო სირელი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g