LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბრეშუმის გზის” პროექტის ფარგლებში საქართველომ ჩინეთიდან პირველი მატარებელი მიიღო

127

თბილისში ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი დღეს შემოვიდა.”აბრეშუმის გზის“ ფარგლებში შემოსულ მატარებელს “თბილისი ცენტრალში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის ელჩი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს გაუჩნდა შანსი გახდეს მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე და ევროპას ტვირთების გადასაზიდად აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების უმოკლესი გზა შესთავაზოს.

“საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში ხუთჯერ შემცირდება მანძილი. ეს იქნება იაფი და უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპამდე. ჩვენ შევძლებთ, ჩინეთიდან ტვირთები მივიღოთ 8-10 დღეში, შემდეგ კი ევროპა ტვირთებს მიიღებს 3-5 დღეში,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ზღვით ტვირთების ევროპამდე ჩატანს 40-45 დღე სჭირდება, ამიტომ საქართველოს როლი ამ სატრანზიტო დერეფანში უმნიშვნელოვანესია.

“ეს არის ისტორიული დღე. საქართველომ დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია. პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში გაზრდის ინვესტიციებს და დასაქმებას,”- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსუმა მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა.

წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g