„ეს ის ბიჭია, 2014 წლის ივლისში ავტოავარიის შემდეგ ქირურგები ფეხის მოჭრას რომ უპირებდნენ!
ეს ის ბიჭია, რომელმაც ირწმუნა, რომ ბ-ნ ალექსანდრე და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ მას არ დაეკარგა სიცოცხლის ხალისი!
ოთო, მადლობა ნდობისთვის!“ – აღნიშნულია „კარაპს მედლაინის“ განცხადებაში, რომელიც მათ გამოქვეყნებულ ვიდეოს წაუმძღვარეს. ოთო აბულაძე, რომელიც ზემოხსენებულ ავარიაში მოჰყვა, ქორწილში აჭარულს ცეკვავს.
ვიდეო 2018 წლის 1-ელ ნოემბერსაა გამოქვეყნებული, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტუალური ახლა გახდა.