კეიტლინ ჯენერმა წინასაახალწლო დღეები ყოფილ მეუღლესთან, ლინდა ტომპსონთან და ვაჟებთან, ბრენდონთან და ბროუდისთან ერთად გაატარა. აღსანიშნავია, რომ კეიტლინი პირველად შეხვდა ოჯახს, მას შემდეგ რაც სქესი შეიცვალა. ფოტო Instagram-ზე კეიტლინ ჯენერის ექს-მეუღლემ გამოაქვეყნა: „შობა-ესაა საუკეთესო დრო, რომელიც უნდა გაატარო ოჯახთან ერთად. ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ და ვიმსახურებთ სიყვარულს. მე მადლიერი ვარ ჩემი შვილის, რომ მათ ეს ესმით. კეიტლინ ჯენერ, მიხარია, რომ მოხვედი დღეს ჩვენთან სადილზე“ – წერს ლინდა ტომპსონი.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ლინდა ტომპსონი და ბრიუს ჯენერი 1976 წელს დაქორწინდნენ. 7 წლის შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ.