დეპუტატი გედევან ფოფხაძე მმართველ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, გუნდს გადაწყვეტილების შესახებ 22 თებერვალს აცნობა.
დეპუტატი მმართველი გუნდიდან წასვლაზე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის, პარტია „სოციალ-დემოკრატებისა“ და ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპრექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება. ეკა ბესელიამ კი, უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე პარტია „ქართულ ოცნებაში“ აღარ ირიცხებიან.