ძალიან მალე, ჰოლივუდის მარტოხელათა რიცხვს ჯუდ ლოუ გამოაკლდება. გაირკვა, რომ ინგლისელი მსახიობი ქორწილისთვის ემზადება.
თუ აქამდე 46 წლის ვარსკვლავი ამბობდა, რომ მისი და 31 წლის ფსიქოლოგის, ფილიპა კოანის ბედნიერების საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი პირად ცხოვრებას საჯაროდ არ განიხილავდნენ, როგორც ჩანს დადგა დრო ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეს.
იმ ფონზე, როცა წყვილი უკვე 4 წელია ერთადაა, მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ინსაიდერის ინფორმაციით, ისინი მაისში, საფრანგეთში იქორწინებენ, ქორწილის სტუმრებს შორის კი, ევან მაკგრეგორი, ჯონ ლი მილერი და სხვები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ლოუსთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. 1997-2003 წლებში ის სედი ფროსტის მეუღლე იყო, რომლისგანაც სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავს. ამასთან, ცნობილი მექალთანე კიდევ ორი ბავშვის მამაა, რომლებიც მას სამანტა ბურკისა და კეტრინ ჰარდინგთან ურთიერთობისას შეეძინა.

