28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიას, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ. ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.
შოურუმში შემდეგი ქართველი დიზაინერების ბრენდები იქნება წარმოდგენილი: BLIKVANGER, KANCHAVELI, LAKO BUKIA, KETI CHKHIKVADZE, GEORGE KEBURIA, JANASHIA, LALO, 0711 TBILISI, ANOUKI, Dalood, TAMUNA INGOROKVA, LIYA, AKA NANITA, MATURELLI, LADO BOKUCHAVA, TIKO PAKSA, ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI.
აღსანიშნავია, რომ შოურუმის ფარგლებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნოს, დაამყაროს ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინოს წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.
ცნობისთვის, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას.