LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საქართველოს აეროპორტების პოტენციალს გაეცნობიან

192
lavoro aeroporti italia

8-10 აპრილს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ავიაფორუმი ROUTES EUROPE 2019 იმართება. რიგით მე-14 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი, მათ შორის 300 აეროპორტის, 100 ავიაკომპიისა და ტურიზმის სფეროს 50 წარმომადგენელი იღებს. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

ქართულ დელეგაციას გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობს. ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2019-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გვექნება პრეზენტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

აღსანიშნავია, რომ სამდღიან ფორუმზე გაიმართება პირისპირ შეხვედრები აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g