მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ლეჯენდისა და კრისი ტეიგენის ქორწინება სულ რაღაც 5 წელს ითვლის, ჰოლივუდში ისინი სამაგალითო წყვილად ითვლებიან.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ვარსკვლავები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოველთვის ერთად ჩნდებიან და გრძნობების საჯაროდ გამოხატვასაც არ ერიდებიან.
ამ დღეებში, 40 წლის შემსრულებელმა და 33 წლის მოდელმა, რომლებიც ქალიშვილისა და ვაჟის მშობლები არიან, ოჯახური ერთობის აღსანიშნად, ერთაზროვანი ტატუები გაიკეთეს.
ფოტოზე, რომელიც ქსელში კრისიმ გამოაქვეყნა ჩანს, რომ ლეჯენდის ხელზე ,,კრისი, ლუნა, მაილზი”, ხოლო ლამაზმანის – ,,ჯონი, ლუნა, მაილზი” იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ლეჯენდისა და კრისი ტეიგენის ურთიერთობა სტარტს 2007 წლიდან იღებს. ისინი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნენ, 2013 წლის სექტემბერში კი დაქორწინდნენ.