LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასი ლას-ვეგასში იმღერებს – მომღერლის ერთადერთი შოუ აშშ-ში (ფოტო)

126
tmpZnHVD1

16 სექტემბერი მექსიკაში დამოუკიდებლობის დღეა. გაირკვა, რომ სახელმწიფოს სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, ლას-ვეგასი ღონისძიებების სერიას უმასპინძლებს, რომლის ერთ-ერთი კონცერტის ჰედლაინერი ენრიკე იგლესიასი იქნება.

ესპანელი შემსრულებლის ინფორმაციით, ის მიმდინარე წლის განმავლობაში შტატებში ერთადერთ შოუს გამართავს.

43 წლის მომღერლის მუსიკალური საღამო 14 სექტემბერს ცეზარის სასახლის კოლოსეუმში შედგება.

ცნობისთვის, გასულ წელს, მექსიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, კონცერტები ლას-ვეგაში ჯენიფერ ლოპესმა, ლუის მიგელმა, ჩაიანმა, რომეო სანტოსმა, ალეხანდრო ფერნანდესმა და კარლოს სანტანამ გამართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები