აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დღეს გადაიკეტა გზის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე. შესაბამისად, შეიცვალა იმ ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები, რომელებიც ამ მონაკვეთს გადიან.
როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტობუსები შემდეგი სქემით იმოძრავებენ:
ავტობუსი №20 ჭოროხის ქუჩიდან გაივლის დიმიტრი უზნაძის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს. უკუ მიმართულებით: ზაარბრიუკენის მოედანი – მოსე გოგიბერიძის ქ. – არნოლდ ჩიქობავას ქ. – გიორგი მაზნიაშვილის ქ. – კიევის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი.
ავტობუსი №23 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით : გიორგი მაზნიაშვილის ქ. – ივანე ჯავახიშვილის ქ. – მოსე გოგიბერიძის ქ. – ზაარბრიუკენის მოედანი.
ავტობუსი №59 და №91 ხეთაგუროვის ქუჩიდან გაივლიან შემდეგი მიმართულებით: მოსე გოგიბერიძის ქ. – ზაარბრიუკენის მოედანი – მოსე გოგიბერიძის ქ. – არნოლდ ჩიქობავას ქ. გიორგი მაზნიაშვილის ქ. – კიევის ქ. – დავით აღმაშენებლის გამზირი. უკუ მიმართულებით: ჭოროხის ქ. – დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) – ზაარბრიუკენის მოედანი.
ავტობუსი № 95 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ჭოროხის ქ. – დიმიტრი უზნაძის ქ. (ან მარცხენა სანაპირო) – ზაარბრიუკენის მოედანი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.