LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა და აიდა ფილდმა ,,იქს ფაქტორი” დატოვეს – წყილმა თაყვანისმცემლები დააინტრიგა (ფოტო)

249
12182286-0-image-a-27_1555054174780

რობი უილიამსსა და მის მეუღლეს, აიდა ფილდს, ,,იქს ფაქტორის” მენტორებს შორის აღარ ვიხილავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატელევიზიო შოუს მომავალ სეზონში ვარსკვლავური წყვილი აღარ გამოჩნდება, ცნობილი თავად 45 წლის შემსრულებლისა და 39 წლის მსახიობისგან გახდა.

საქმე ისაა, რომ უილიამსმა და ფილდმა ,,ინსტაგრამზე” ერთნაირი, შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც ასევე ერთნაირი ტექსტით აღნიშნულია, რომ ოჯახისთვის გასული წელი საკმაოდ მძიმე და დატვირთული იყო.

ამასთან, გაირკვა, რომ რობი და აიდა სულ მალე სერიოზულ განცხადებას გააკეთებენ, რომლის შესახებ ჯერჯერობით საუბარს არ აპირებენ.

 

View this post on Instagram

 

A quick update from Team Williams… it’s been a very busy year so far. Vegas has been incredible and we cannot wait for June and July to do it all again. I’ve got the massive @BSTHydePark show on July 14 and I’ve written the lyrics and music for the #RSCBoyInDress show with @guyachambers – opening on November 8. As well as all this we’ve got some very big announcements coming soon – but we can’t reveal all yet. Sadly though it’s impossible to do everything … and we’re gutted to tell you we won’t be able to return to The X Factor this year. We will, however, be working on projects with Simon going forward – and as huge fans of the show, we will still be tuning into The X Factor, voting and winding Simon up…x

A post shared by Robbie Williams (@robbiewilliams) on

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ამერიკული ,,იქს ფაქტორის” ბრიტანულ ანალოგში, რობი უილიამსმა და აიდა ფილდმა ჟიურის სკამები პირველად დაიკავეს. მათი პარტნიორები შოუში ლუი ტომლინსონი და პროექტის უცვლელი წევრი და შემქმნელი, საიმონ კოუელი იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები