სენაკში თიბისი ბანკის შენობიდან გადახდის აპარატი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
უწყების ინფორმაციით, აპარატიდან დაახლოებით 8 000 ლარი წაიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.