LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავიზო რეჟიმის მოხსნის პირველივე დღეს საქართველოში ირანული ტურ-ოპერატორების და მედიის წარმომადგენლები ჩამოვლენ

84

15 თებერვალი იქნება პირველი დღე, როდესაც ირანისთვის სავიზო რეგულაციები მოიხსნება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველივე დღეს, ტურიზმის ადმინისტრაცია ირანიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჯგუფს მიიღებს, რომელიც წამყვანი ირანული მასმედიური საშუალებებისგან და ტურ-ოპერატორებისგან შედგება.

,,ვაპირებთ, პირველივე წუთიდან დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რომ ირანიდან ტურისტების რაოდენობა მალე გაიზარდოს. მოლოდინი არის, რომ ტურისტების შემოდინება ირანიდან აუცილებლად გაიზრდება და მას დადებითი ეფექტი ექნება, როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ასევე საინვესტიციო ნაწილში. ირანელები საქართველოში სხვადახვა საინვესტიციო პროექტებით არიან დაინტერესებულები”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ირანი, როგორც ქვეყანა და როგორც ბაზარი, უფრო ღია ხდება მსოფლიოსთვის და საქართველოს პასუხი სრულიად ადეკვატური და დროული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g