LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს კაბელების განახლება ზაფხულში დაიწყება

192
58542805_2337833756428074_308533476833886208_n

მეტროს კაბელების სრული განახლება ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისის თვიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კაბელების აღდგენითი სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, აღნიშნული კაბელები მეტროს გახსნიდან არ გამოცვლილა. კალაძის თქმით, სამუშაოებს თბილისის მერია „აზიის განვითარების ბანკის“ დახმარებით განახორციელებს.

“1966 წლის შემდეგ, რაც მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო, ძალოვანი კაბელი საერთოდ არ შეცვლილა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება დაგეგმილი გვაქვს. „აზიის განვითარების ბანკი“ გვეხმარება. უკვე მილიონი დოლარი გამოყოფილია და ტენდერი ჩატარებულია. გვყავს კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს და უახლოეს მომავალში, თუ არ ვცდები ივნისში, პროექტის განხორციელება დაიწყება და მთლიანად მეტროში, ძველი კაბელები ახლით ჩანაცვლდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/334969707202748/

შეგახსენებთ, გუშინ, 24 აპირლს მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ სადენის აალების გამო მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა გარკვეული ხნის განმავლობაში პარალიზებული იყო.

მეტროში შეფერხების გამო, თბილისის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები