LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი აბესაძე : ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს

89

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერს თბილისში 290 000 ოჯახი ვეღარ მიიღებს.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატის თქმით, ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდიის მუხლი 13, 5 მილიონი ლარით მცირდება. აბესაძე ამბობს, რომ ვაუჩერის ბიუჯეტის მოცულობა 46 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელსაც წელს 13,5 მილიონი ლარი დააკლდება. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერს 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ოჯახი მიიღებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 200 000-ია. აბესაძემ აღნიშნა, რომ სულ თბილისში 390 000 აბონენტია, ეს კი ნიშნავს, რომ 290 000 ოჯახი დახმარებას ვეღარ მიიღებს.

“ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ კომუნალურ ვაუჩერს მოსახლეობა ვეღარ მიიღებს ნოემბერსა და დეკემბერში. მაშინ, როდესაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ჩატარებული, რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება “მოსახლეობა დასაჯონ” არჩევნების შემდეგ, რადგან მოსახლეობის უკმაყოფილება “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლებისთვის არჩევნების შემდეგ იქნება უმნიშვნელო”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g