ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმება სურს. უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე აღნიშნავს, რომ ამ ბრძანების ავტორები დაისჯებიან.
„ვმუშაობთ ბატონი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე. ამ ბრძანების ავტორები პასუხს აგებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
https://twitter.com/VZelenskyy/status/1132246288853078019
მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მიმართა.
„მე არ მჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები, მაგრამ თქვენ როგორც კონსტიტუციის გარანტორს, გაქვთ საშუალება, დაიცვათ ჩემი უფლებები და აღადგინოთ სამართლიანობა“, – წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა