LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავიარეისების განხორციელებით Air China დაინტერესდა

33

საქართველოში ფრენები, შესაძლოა, კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყოს. როგორც ”ფორტუნას”  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს,  ამ ეტაპზე ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

”ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. Air China-ს წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები. ისინი თბილისში ავიარეისების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.  ეს არის უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელიც ფრენებს 200 მიმართულებით ასრულებს და მსოფლიოს 6 კონტინენტზე დაფრინავს”, – განაცხადეს ”ტავ ჯორჯიაში”.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე  საქართველოში ჩინეთის ერთი ავიაკომპანიაა წარმოდგენილი –  „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“, რომელიც  ფრენებს 2011 წლიდან ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები