მოგზაურობის მოყვარულებს ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, გიტარის ფორმის თვითმფრინავით იმგზავრონ. საზოგადოებას ახალი ავიახომალდის შესახებ საკუთარი გეგმები ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ახალი თვითმფრინავი 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე Airbus A350 იყენებს. რაც შეეხება მგზავრების გადაყვანას – გიტარის ფორმის ხომალდი 314 ადამიანის გადაყვანას შეძლებს.
ცნობისთვის, გიტარასთან მსგავსების გამო, ახალ ორიგინალური ფორმის თვითმფრინავს Gibson Flying-V დაარქვეს.
ინფორმაციას ვებგვერდი avianews.ge ავრცელებს.