LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მა, უკეთილესო და წესიერო ადამიანო – თენგიზ კიტოვანს შვილი დაბადების დღეს ულოცავს

3173
20140526114715kito1

თენგიზ კიტოვანს მისი შვილი დაბადების დღეს ულოცავს. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა მილოცვამ პირად “ფეისბუქზე” სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

“გილოცავ მა, უკეთილესო და წესიერო ადამიანო.დიდხანს ჯანმრთელი მყავდე მთავარია” – წერს ნათია კიტოვანი.

ამ დროისთვის [14:00] პოსტს 100-მდე გაზიარება და 1000-მდე კომენტარი აქვს. ნაწილი ნათია კიტოვანის მილოცვას უერთდება, თუმცა კომენტარების უდიდესი წილი, უარყოფითია.

თენგიზ კიტოვანი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო 1992-1993 წლებში.

მონაწილეობა მიიღო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში თბილისში 1991-1992 წლებში და შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.

1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობიდან დაიხსნა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს, მთავრობის შეცვლის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g