LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ევროკავშირის დახმარებით მიიღწევა

217
salome

მიგრაციის დაძლევა და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმება – ამ თემებზე საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

,,საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არარეგულარული მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას, ასევე, უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას ხელი შეუწყოს “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითარებაზე. მან მაგალითად საფრანგეთი, პოლონეთი, ესტონეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები  დაასახელა, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმდა ან საპილოტე ვერსიები განხორციელდა.

პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთი აღნიშნული საკითხი ვერ და არ მიიღწევა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარების, ასევე ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტების განვითარების გარეშე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები