დუტა სხირტლაძისა და მზია ორველაშვილის დუეტი ნამდვილად ძალიან სახალისოა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზე. დუტა გულმოდგინედ მეცადინეობს, მზია კი სწორედ მისი ხათრით დათანხმდა პროექტში მონაწილეობას. დრო არ მქონდა, მაგრამ როცა გავიგე, დუტა უნდა ყოფილიყო ჩემი მეწყვილე, დავთანხმდიო, აღნიშნა ინტერვიუში.
მსახიობისა და მოცეკვავის გუშინდელი დუეტი ძალიან სახალისო და იმავდროულად, სექსუალური აღმოჩნდა. ამ წყვილში, რა თქმა უნდა, სექსუალური გახლდათ მზია ორველაშვილი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და როგორც ჟიურის წევრი, ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, მისი ერთ-ერთი ფავორიტი მოცეკვავეა, ხოლო მხიარული და ხალისიანი – დუტა სხირტლაძე… მათ „მაკარენაზე“ იცეკვეს და მთელი დარბაზი აიყოლიეს, მართალია, გოჩა ჩერტკოევმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ცოტა კომიკური იერსახე ჰქონდა, მაყურებლისგან მაინც დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს…
https://www.youtube.com/watch?v=UiKy49Ol39w