ბოი ჯორჯს სურს, რომ მისი პერსონაჟი ინგლისელი შემსრულებლის შესახებ გადასაღებ დოკუმენტურ ფილმში, სოფი ტერნერმა განასახიეროს. 58 წლის მომღერალი ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავს მის ყველაზე საინტერესო პროტოტიპად განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ლეგენდარული არტისტის შეთავაზებას სლენგით გამოეხმაურა. სანსა სტარკისთვის ინფორმაცია იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ მან ემოციები ვერ დამალა.
,,დავეცი” – ,,დატვიტა” 23 წლის მსახიობმა.
https://twitter.com/SophieT/status/1140653330613637120
შეგახსენებთ, რომ ბიოგრაფიულ დრამას Culture Club-ის ლიდერზე ამერიკული მედია კომპანია Metro-Goldwyn-Mayer გადაიღებს. სცენარს კინოსურათისთვის საშა ჯერვასი დაწერს, პროექტის პროდიუსერები კი თავად ბოი ჯორჯი, მისი მენეჯერი, პოლ კემსლი და კევინ კინგ ტემპლტონი იქნებიან. ბიოპიკის სახელწოდება ამ დრომდე უცნობია.