LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითის დაქნევა: კრემლი საქართველოს ახსენებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან

2318
1552816303_0_153_3369_2048_600x0_80_0_0_22ca22daeb4f437c3090dfc8d3adae47

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი თბილისში მომხდარ მოვლენებს ანტირუსულ პროვოკაციას უწოდებს და ოფიციალურ თბილისს ახსენებს, რომ საქართველოს უამრავი რუსი ტურისტი სტუმრობს.

„რუსოფობიის გამოვლინება: ეს ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო – ეს ქვეყანაა, რომელსაც რუსეთიდან რეგულარულად სტუმრობს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი. ამიტომ ამ მხრივ, ეს სერიოზული საკითხია,“ – აცხადებს პესკოვი.

კრემლში რუსეთში მომხდარ ინციდენტს რუსოფობიურ პროვოკაციას უწოდებენ.

„არ შეიძლება ჩვენი უკიდურესი შეშფოთება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული მანიფესტაციები ჩატარდა. იდგა მათი პირადი უსაფრთხოების საკითხიც, ეს უკიდურესად დასაგმობია,“ – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვისგან განსხვავებით რუსი დეპუტატი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ სასურველია რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი იქამდე შეიკავონ, ვიდრე ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდება.

“ფორტუნა” ცდილობს გადაამოწმობს, გუშინდელი მოვლენების შემდეგ გაუქმდა თუ არა ტურისტული ვიზიტები საქართველოში რუსეთის მიმართულებით. ამ დრომდე ყველა მსხვილ შემომყვან ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტი მათთან ჯერ არ დაფიქსირებულა.

 

რაზე საუბრობს პესკოვი?

შეგახსენებთ, გუშინ, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს. 

დეპუტატის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით დაიწყო.

ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო.

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

magti 5g