LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემი ლოვატო თაყვანისმცემლებს ახალი ,,საოცრებისთვის” ამზადებს (ფოტო)

276
GettyImages-960187966

დემი ლოვატომ ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

იმ ფონზე, როცა ამერიკელი მომღერლის უკანასკნელი სოლო სინგლი – Sober, 2018 წლით თარიღდება, 26 წლის შემსრულებლის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,საოცრების მზადებაში” – ასე დაასათაურა კადრი ახალგაზრდა ვარსკვლავმა, რითაც ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ის ახალ ნამუშევარს გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ტრეკი ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტის მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

View this post on Instagram

 

Making magic ✨?

A post shared by Demi Lovato (@ddlovato) on

შეგახსენებთ, რომ დემი ლოვატოს მეექვსე სტუდიური ალბომის – Tell Me You Love Me რელიზი 2017 წლის 27 სექტემბერს შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები