ელტონ ჯონმა ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე პატივი მიაგო გარდაცვლილი მეგობრის, პრინცის ხსოვნას და მის საპატივცემულოდ სიმღერა Purple Rain შეასრულა. 69 წლის მუსიკოსმა ასევე გაიხსენა პრინცის კონცერტები ლას-ვეგასში და მისი საოცარი პერფორმანსი სცენაზე.
ელტონ ჯონის სიტყვის დროს ეკრანზე პრინცის ფოტო გამოჩნდა, რომელსაც თან ემოციური ტექსტი ახლდა: „ეს გამანადგურებელი ამბავია. ყველაზე დიდებული მუსიკოსი მათ შორის, ვინც მინახავს… ნამდვილი გენიოსი. მასთან ერთად ორჯერ ვიმღერე. რამხელა პატივია“ – ნათქვამია მიმართვაში.