სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ნიკა მელია თავისუფალია. როგორც საქალაქო სასამართლოში განმარტეს, ოპოზიციის წევრს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა.
ის 30 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ნიკა მელია თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.