LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში მთელი ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული, მიმდინარეობს ევაკუაცია

53

კანადაში, ალბერტის პროვინციაში ხანძრის გამო ბენზინგასამართი სადგურების აფეთქება დაიწყო, ამიტომ მთელი ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ფორტ მაკ-მარეის 60 ათასი მაცხოვრებელი მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქს ტოვებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში უკვე დაიწვა რამდენიმე შენობა, თუმცა რაოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. ევაკუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ქალაქიდან გამოსვლა ერთადერთი ტრასით არის შესაძლებელი, რომლის მიმდებარედ ასევე ხანძარია.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამჟამად ქალაქის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი უსაფრთხოდ არის, თუმცა მათი სახლების ხანძრისგან გადარჩენის შანსი მცირეა. სტიქიას მეხანძრეები ებრძვიან.

გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქი ფორტ მაკ-მარეი ნავთობის უმსხვილეს საბადოსთან ახლოს მდებარეობს.

 

🔥#fortmac #forestfire

A photo posted by Jeff Lindloge (@jeff_5) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები