”ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს. მისი განცხადებით, პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას.
“8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე. პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას. რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აჭარა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად იქცა. მისი წასვლის შემდეგ ლევანის პროექტების უმრავლესობა შეჩერდა და არ დაწყებულა პრაქტიკულად არცერთი ახალი მასშტაბური პროექტი.” – წერს სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. “დღეს 6 მაისია. 12 წლის წინ ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალი, თვითგამოცხადებული ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე, რუსი გენერლის ნეტკაჩიოვის და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის მხარდაჭერით ღიად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას; მისმა კერძო არმიამ ნეტკაჩოვის მეთაურობით არ გამატარა უკანონო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ აბაშიძე იძულებული გახდა გაქცეულიყო ბათუმიდან . 6 მაისსვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შეყვანილი იქნა საქართველოს სამხედრო შენაერთები.” – ნათქვამია მის განცხადებაში.