LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია სამხარაძის მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა

110

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ იმ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადგინა, სადაც, თათია სამხარაძის განცხადებით, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებას ახორციელებდა. თათია სამხარაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„სამხარაულის ექპერტიზის ბიურომ დაადგინა აუდიოჩანაწერების ავთენტურობა. სულ ცოტახანში სარჩელი შევა საქალაქო სასამართლოში შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. სარჩელის მომზადების პირობებში იურისტები უკვე გაგაცნობენ ზუსტად რა მოთხოვნები გვექნება კანონის მიხედვით“ – აცხადებს სამხარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g