LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ, წყალი ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნონ – პუშკოვი

255
pushkovi

რუსი დეპუტატი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე.

პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან, ურჩია, პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ.

“მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით.

რუსები ქართული ღვინის, წყლისა და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ

სერგეი ნევეროვი განმარტავს, რომ მიზეზი საქართველოში არსებული "რუსოფობიური განწყობებია".

თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს, არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, – დაწერა რუსმა სენატორმა თავის “ტვიტერზე”.

საინტერესოა, რომ პუშკოვი ჟურნალისტიცაა და წლებია ის ანალიტიკური პროგრამის… PS “პოსტსკრიპტუმის” წამყვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g