თურქეთის დევნილთა ბანაკში სირიიდან დევნილი ბავშვები გააუპატიურეს. გამოცემა BirGün -ის ინფორმაციით,საუბარია 8-12 წლის მამრობითი სქესის ბავშვებზე.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იმ ბანაკზე, რომელიც 23 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოინახულეს.
გაუპატიურების ფაქტები ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა და მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც რამდენიმე ოჯახმა ამასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.
აღნიშნულ ბანაკში 14 ათასი დევნილი ცხოვრობს.
