“ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ პუტინს თუ ენას მოვუჩლიქავთ, ამით რაღაცას მოვიგებთ,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა აკაკი ზოიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა. ზოიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას მსგავსი რიტორიკა “ქვეყანას დააქცევს”, თორემ რუსეთის პრეზიდენტს თავადაც შეაგინებდა.
მისივე თქმით, საომარი რიტორიკა, რუსული პროპაგანდისტული მანქანისთვის დამატებითი საკვებია.
“მზადა ვარ დღესვე, თქვენს ეთერშივე, არამხოლოდ ბატონ პუტინს, არამხოლოდ მისი მთავრობის ყველა წევრს, არამედ ანბანის მიხედვით მთლიანად დუმის ყველა წევრს. გაცილებით ავთენტური რუსულით შევაგინო და საომარი რიტორიკით დავაქციო ეს ქვეყანა”, -განაცხადა ზოიძემ
ამასთან, ქართული ოცნების დეპუტატი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გინების იდეა ნაციონალური მოძრაობასთან და არხის დირექტორთან, ნიკა გვარამიასთა იქნებოდა შეთანხმებული.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/328879181321711/