LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულებს?

104

შეწყალებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს თავად მსჯავრდებულებმა უნდა გადაწყვიტონ, ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ, განაცხადა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული ერთერთი პირის ადვოკატი იყო. მან რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში შეწყალების სამართლებრივი პროცედურები განმარტა.

”შეწყალების წესს არეგულირებს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მისჯილი წლების ნახევარი უნდა იყოს გასული, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს პატიმარი, თუმცა ამავდროულად, პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, პატიმარი ნებისმიერ დროს შეიწყალოს” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც საია-ს იურისტმა აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მსჯავრდებულებს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ზემდგომი ინსტანცია ე.წ. კაბელების საქმეს სამართლებრივი კუთხით შეაფასებს.

”პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ის არ შეესაბამება არც საქართველოს კანონმდებლობას და არც საერთაშორისო კონვენციებს. ბრალდების მხარემ პროცესზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს, ვერ შეძლო, წარმოედგინა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა. გვჯერა, რომ შედარებით ობიექტური იქნება სააპელაციო სასამართლო და მსჯავრდებულებს გაამართლებს. თუ ძალაში დარჩება საქალაქოს განაჩენი, წლების შემცირებაზე საუბარი ვერ იქნება, ვინაიდან მინიმალური სასჯელი შეფარდებულ მუხლზე არის 7 წელი” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g