ანრი ჯოხაძის და ნუცა შანშიაშვილის მეგობრობა მუსიკალურ პროექტ Voice-ის შემდეგ დაიწყო. მეგობრულ ურთიერთობას კი პროფესიული თანამშრომლობაც დაემატა. თუ არ იცით გეტყვით, რომ მომღერლებმა დუეტზე მუშაობა დაასრულეს და მალე ახალ კლიპსაც შემოგვთავაზებენ.
როგორც ჩანს ვიდეორგოლში შემსრულებლები საკმაოდ თამამ და პიკანტურ სცენებს გვიმზადებენ. გადაღების პროცესიდან კი სხვადასხვა ფოტოებს აზიარებენ. სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გავრცელდა, სადაც აშკარაა, რომ მომღერლები თითქოს და კოცნას აპირებენ. კლიპი საკმაოდ დამაინტრიგებელია – ის დაგვრჩენია, რომ მის სრულ ვერსიას დაველოდოთ.