მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია “SkyBus” ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს.
როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება:
- აქტობე-ბათუმი-ასტანა;
- კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;
- შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;
- აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;
- ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;
- ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;
- კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;
- ასტანა-ბათუმი-კუსტანაი
ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.
ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.