LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია აკეთებს ტელევიზიას, მაგრამ ,,კურიერის” გუნდი ვრჩებით ,,რუსთავი 2-ში” – ნოდარ მელაძე

2990
42286601-10212655903655273-4687215290365247488-o

ნიკა გვარამიას “ფეისბუქპოსტის” შემდეგ, სადაც ის წერდა, რომ ახალ ტელევიზიას გახსნიდა, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ რუსთავი 2 -ის გუნდი სწორედ ამ ახალ არხზე გადავიდოდა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ “კურიერის” გუნდი არსად გადადის და რჩება არხზე იქამდე, სანამ სარედაქციო დამოუკიდებლობა ექნებათ. მელაძის განმარტებით, რუსთავი 2 , პირველ რიგში იმ ადამიანებისაა, რომლებმაც თავისი ცხოვრება ამ ტელევიზიაში გაატარეს. 

“ნიკა გვარამიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ აკეთებს ტელევიზიას. რაც შეეხება კურიერის გუნდს ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ და არაერთხელ, რომ ვრჩებით აქ, რუსთავი 2-ში სამუშაოს ბოლო წუთამდე, ვიდრე გვექნება საშუალება, რომ შევინარჩუნოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა და ვიდრე ხელისუფლება არ დაიწყებს ინტერვენციას ჩვენს რეპორტაჟებში, არ დაჭრის, არ დაგვიჩეხავს და არ მიგვითითებს, რომელიც რესპონდენტები უნდა ჩავწეროთ და ახალი ამბების რა თანმიმდევრობა უნდა განვათავსოთ. ჩვენ ვრჩებით, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, ეს ტელევიზია ამ გუნდის მოტანილია მხრებით დიდი კრიზისის, გაჭირვების და ომის პერიოდში და, შესაბამისად, თუ ვინმესია რუსთავი 2, პირველ რიგი, რუსთავი ორელების, ადამიანების, რომლებმაც თავისი ცხოვრება გაატარეს ამ ტელევიზიაში“, — განაცხადა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მელაძის ინფორმაციითვე,  უკვე დაიგეგმა შემოდგომის სატელევიზიო ბადე, სადაც გათვალისწინებულია ყველა გადაცემა, მათ შორის პოსტსკრიპტუმი, შაბათის კურიერი, კვირის აქცენტები, არჩევანი, ვანოს შოუ.

“არ ვიცით, სექტემბრამდე რა შეიცვლება. ხელისუფლება მუშაობს ჩვენს გასაჩუმებლად, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ გავჩუმდეთ”, — ამბობს ნოდარ მელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g