გადაცემები ”საქმიანი დილა”, ”ბიზნესკონტაქტი” და ”ანალიტიკა” დაიხურა. როგორც “ფორტუნას” მაესტროში განუცხადეს, ხვალინდელ პროგრამაში არც ერთი გადაცემა არ არის ჩასმული.
„მაესტრომ“ „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის გამო შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, ხოლო გიორგი ისაკაძის შეთავაზებაზე, არხზე 1 ლარად დარჩენის შესახებ, უარი თქვა.
შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ზურაბ ნაყეურის წერილში ნათქვამია, რომ შიდა მოკვლევის დასრულებამდე ხელშეკრულებები შეუჩერდათ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.