სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს – ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამტრედიაში ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს სცემეს
სამტრედიაში მცხოვრები იმედა გოგავა ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
დანაშაულის მოტივი უცნობია. უწყების განმარტებით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარი ძალადობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, ადგილობრივმა იმედა გოგავამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ადგილობრივი წერს, ამ ისტორიაში ფიგურირებს სასულიერო პირიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.