„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.
ლოცვა დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
ივანიშვილი ტაძარში მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი, რომელშიც მმართველი გუნდის ხელმძღვანელი იმყოფებოდა, XIX საუკუნის ბოლოს აიგო.