ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილს გუშინ ბიჭი შეეძინათ. ეს წყვილის პირველი შვილი გახლავთ. როდესაც ბედნიერ მამას დავურეკეთ, ჯერჯერობით სახელი მოფიქრებული არ ჰქონდა და გვითხრა, რომ რამდენიმე ვერსიაზე ფიქრობდნენ.
მცირე ხნის წინ კი ლევანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელიც ახალშობილთან ერთად გადაიღო და მინაწერიც გაუკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ პატარა ბიჭუნას ალექსანდრე დაარქვეს.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის! დიდი მადლობა ჩემს მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის❤️❤️❤️❤️დიდი მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო, ძმებო და ძვირფასო ადამიანებო… კეთილი იყოს ალექსანდრე ხურციას მობრძანება…“