LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სომხეთის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

110

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უნიმა სომხეთის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

25-29 ივნისს, სომხეთის ქალაქებში სტეფანავანსა და ერევანში მიმდინარე ფესტივალში „ მშვიდობა და სიხარული ბავშვებს“ მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით „მზის სხივი“ წარდგება.

„ მზის სხივი“ თოჯინური სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა დადგა რუმინელი მწერლის ანრი პოპესკუს რომანტიკული ზღაპრის მიხედვით.

2015 წელს „ მზის სხივი“  სომხეთის ქალაქ ვანაძორს სტუმრობდა, სადაც თუმანიანის მეათე საერთაშორისო საბავშვო თეატრების ფესტივალში „ ზღაპრების დღე“ სპეციალური დიპლომით აღინიშნა.

სომხეთში მოზარდმაყურებელთა თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g