ჰარი სტაილზი ,,როლინგ სტოუნის” ახალი ნომრის სახეა. ინგლისელი მომღერლის ინტერვიუ სათაურით – ,,სექსი, ფსიქოდელიები და დიდების საიდუმლოებები”, ამერიკული ჟურნალის სექტემბრის გამოცემაში დაიბეჭდება.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ლეგენდარული ჟურნალის ყდა, რომელზეც One Direction-ის ექს-წევრი წელს ზევით შიშველი მოგვევლინა.
,,როლინგ სტოუნის” მკითხველი ახალი ნომრის შეძენას 3 სექტემბრიდან შეძლებს.