LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შუმის” ღვინოები ლონდონის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე დაჯილდოვდა

723

ლონდონის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე (International Wine Challenge 2016) კომპანია ”შუმის” წარდგენილმა ოთხივე ღვინომ ჯილდოები დაიმსახურა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პრიზები შემდეგ ღვინოებს ერგო:

“ილერკო” 2012 – ოქროს მედალი და უმაღლესი მედალი “Trophy”

“მუკუზანი” 2014 (შუმი) – ვერცხლის მედალი

“წინანდალი” იბერიული 2013 – ბრინჯაოს მედალი

“ქინძმარაული” იბერიული 2014 – commended

”წლევანდელ კონკურსზე “ილერკო” ერთადერთი ქართული ღვინო აღმოჩნდა, რომელმაც ოქროს მედალი აიღო. კონკურსის ისტორიაში კი ”ილერკო” ასევე ერთადერთი ქართული ღვინოა, რომელმაც ოქროს მედალთან ერთად უმაღლესი ჯილდო – “Trophy” მოიპოვა”, – განაცხადეს ”შუმში”.

მათივე ინფორმაციით,  „ღვინის საერთაშორისო კონკურსი“ (IWC) არის ბრიტანეთში დაფუძნებული ღვინის კონკურსი, რომელიც 1984 წლიდან ყოველ წელს ტარდება. მისი დამაარსებელია ბრიტანელი ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფი, თუმცა ამჟამად იმართება William Reed Business Media-ს მიერ. IWC აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე დახვეწილ ღვინის კონკურსად, რომელიც ე.წ. „ბრმა“ შეფასების მეთოდით დეტალურად სწავლობს და აფასებს თითოეული ღვინის შესაბამისობას მის სტილთან, რეგიონსა თუ რთველის თარიღთან.

IWC-ის რამდენიმე ასეული მსაჯი „ბრმად“ აგემოვნებს დაახლოებით 13.000 სახეობას სამი სადეგუსტაციო რაუნდის განმავლობაში, ორი კვირის მანძილზე. თითოეულ მედალოსან ღვინოს კი სულ მცირე 10 სხვადასხვა მსაჯი სამჯერ უტარებს დეგუსტაციას. ჯილდოები მოიცავს უმაღლეს, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლებს და „ქებული“ და „მნიშვნელოვანი“ ღვინის წოდებებს.

ღვინოები, რომლებიც პირველ რაუნდში დააგროვებენ 85 ქულაზე მეტს, გადადიან მეორე რაუნდში, სადაც საუკეთესო ღვინოები ჯიდლოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. მესამე და დასკვნითი რაუნდი იმართება ექსკლუზიურად ოქროს მედალოსანი ღვინოებისთვის, რათა გამოვლინდეს თასის მფლობელი თავის კლასში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g