LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

162
shveicaria

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს, შვეიცარია იქნება.  შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ყველაფერი 1 ოქტომბრიდან მოხდება. 

განცხადების თანახმად, უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გონივრული იქნება.

“ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარების მთავარი კრიტერიუმებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, პოლიტიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის სისტემა, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და გაერო-ს შეფასებები“, – წერია განცხადებაში.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან შვეიცარიასა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, რაც შენგენის ზონაში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება.

შვეიცარიის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნების სიაში არიან ალბანეთი, ბენინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა-ფასო, განა, ინდოეთი, კოსოვო, მოლდოვა (დნესტრისპირეთის გარდა), მონღოლეთი, მონტენეგრი, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი და სერბეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g