LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრთა ახალი კაბინეტი დღეს უნდა დამტკიცდეს, პარლამენტთან კი აქციაა

213
69764584-10217418387384578-1822542051770630144-n

პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

დადგენილი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება, შემდეგ კი კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს მიეცემათ სიტყვით გამოსვლის საშუალება.

პარალელურად, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი.

მათი თქმით, გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია და ის კრემლის დავალებებს შეასრულებს.

11:00 საათისთვის აქციის მონაწილეები დეპუტატებისთვის .. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. ამის შემდეგ გახარიამ მინისტობის ახალი კანდიდატები წარადგინა. მიმდინარე კვირას მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და ფრაქციებთან შეხვედრის ფარგლებში მოუსმინეს.

მინისტრთა ახალი კაბინეტი ასე გამოიყურება:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელებულია მიხეილ ბატიაშვილი,
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე – ლევან დავითაშვილი,
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე – ნათია თურნავა,
  • თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ირაკლი ღარიბაშვილი,
  • იუსტიციის მინისტრის პოსტზე – თეა წულუკიანი,
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე – ეკატერინე ტიკარაძე,
  • რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – მაია ცქიტიშვილი,
  • საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – დავით ზალკალიანი,
  • ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი,
  • შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – ვახტანგ გომელაური,
  • სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g