LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალია ობამა მუშაობას ესპანეთში იწყებს

88

17 წლის მალია ობამამ სკოლა მაღალი შეფასებებით დაასრულა და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, თუმცა უმაღლესი განათლების მიღებას ის 2017 წელს შეუდგება.

აშშ-ს პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ზაფხულში ესპანეთში აშშ-ს საელჩოში გაივლის სტაჟირებას. მალია მადრიდში იმუშავებს.

უცხო ქვეყანაში ენის ბარიერი ობამას ქალიშვილს არ ემუქრება, მალია არაჩვეულებრივად ფლობს ესპანურ ენას. იგი მამას, ბარაკ ობამას კუბაში ვიზიტის დროს თარჯიმნობასაც უწევდა.

მალიასთვის ეს პირველი სტაჟირება არ იქნება. გასულ წერლს მან სერიალის Girls გადასაღებ მოედანზე გაიარა პრაქტიკა, მანამდე კი არხ HBO-ზე ჰოლი ბერის შოუში ასტისტენტად მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g