LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის მოეწყობა თბილისის ანძა ტურისტებისთვის – მერია ინვესტორს ეძებს (ფოტოები)

199
sdfs

თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურული კონცეფციის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია. არსებობს ზოგადი ხარჯთაღრიცხვაც. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის შესრულება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, თბილისის მერია ამ დრომდე ინვესტორს ეძებს.

საუბარია სატელევიზიო ანძაზე 70 მეტრი სიმაღლეზე ტურისტებისთვის მოძრავი იატაკის მქონე კვების ობიექტების, პანორამული პლატფორმისა და საგამოფენო სივრცის გაკეთებაზე.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრო ბასილაიამ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი წლის ბოლომდე არ გამოჩნდება, მერია ალტერნატიული გზების ძებნას დაიწყებს.

„პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გვინდოდა ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობა. თუ არ დაინტერესდა კერძო სექტორი, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ წინადადება და ან ნაწილობრივ ჩვენ დავფაროთ  ხარჯები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რადგან სამუშაოები უნდა შესრულდეს 70 მეტრ სიმაღლეზე. შეიძლება ვიფიქრო ა რომ ფინანსურად შევამსუბუქოთ  ეს პროქტი და ჩვენც შევიდეთ გარკვეულ დაფინანსებაში. ეს ყველაფერი ვერსიებია. თუ საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ ინვესტორი ვერ ვიპოვეთ და ვერ დავაინტერესეთ,  მერე დავსხდებით და მოვიფიქრებთ.  წლის ბოლომდე დაველოდებით ინვესტორს,“ – აღნიშნა ანდრო ბასილაიამ.

თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ გასულ წელს შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g