NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 43 % მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობა 5 წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებია, 35% აცხადებს, რომ იგივეა, 21% კი მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები 5 წლის წინანდელთან შედარებით – მეტია.
რაც შეეხება დასაქმება-უმუშევრობას, NDI-ის კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.
საჭირო წამლის შეძენის საშუალება მოსახლეობის 50%-ს არ აქვს - NDI
მოსახლეობის 54%-მა მკურნალობა ფულის არ ქონის გამო გადადო
ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.