ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვა. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატომ აღიარა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო წევრობის გზაზე გადის.
“ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად ჩამოვალ თბილისში და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოსადმი“, – განაცხადა მან.